მტირალას ეროვნული პარკი…

შემოდგომაზე იყო სკოლის პროგრამა: ექსკურსუა მტირალას ეროვნულ პარკში. რათქმაუნდა ჩვენც ვიყავით, დავათვალიერეთ, ცხენითაც ვისეირნეთ, კარგად მოვილხინედ, მაგრამ მაგრადაც დავიგალეთ 7 კილომეტრი ფეხით გავიარეთ. ვნახეთ ლამაზი ტბა, ისეთი სუფთა ჰაერი იყო წამოსვლა აღარ გვინდოდა. რეინჯერმა მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდა სანამ ფეხით სეირნობას დავიწყებდით.. უკანა ფონზე ვართ ბლოგის შემქმნელები :D ჩვენთან ერთად დირექტორიც წამოვიდა, მასთნ ერთად სეირნობაც დიდი სიამოვნება იყო…
ჩვენი სკოლის: ბათუმის  N11 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე და მე, ამ ბლოგის ადმინისტრაციის წევრი…
მტირალას ეროვნულ ტყეპარკში…

მტირალს ეროვნული პარკის შესახებ:

მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის ეგრეთ წოდებული „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით, რომლებშიც წარმოდგენილია სუბტუტე და კირტუტე ბაზალტების, ტრაქიანდეზიდების, ანდეზიტების, დელენიტების, ტუფიტების, მერგილების და არგილიტების მორიგეობა. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს. აქაური მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებენს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მაგრამ თვით ნალექებით უხვ აჭარაში მტირალას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას არათუ აჭარის, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობიდის გამო შეერქვა.
მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალას ფლორა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებით და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის (ღჰოდოდენდრონ ლუტეუმ) ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი (Lაუროცერასუს ოფფიცინალის), კოლხური ჭყორი (Iლეხ ცოლცჰიცა), კოლხური ბზა (Bუხუს ცოლცჰიცა) და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარალაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქათველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, როგორებიცაა გაულთერიასმაგვარი ეპიგეა (Eპიგაეა გაულტერიოდეს), ფურისულა (Pრიმულა მეგასაეფოლია), მედვედევის არყი (Bეტულა მედწედეწიი) და სხვა.
მტირალას ფაუნაც მდიდარია. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება.
აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.
ეროვნული პარკის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი (Hიერააეტუს პენნანტუს), კაკაჩა (Bუტეო ბუტეო), ქორი (Aცციპიტერ გენტილის), მიმინო (Aცციპიტერ ნისუს), მარჯანი (Fალცო სუბბუტეო ), ჩვეულებრივი კირკიტა (Fალცო ტინნუნცულუს), აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო (Bუბო ბუბო), წყრომი (Oტუს სცოპს ). სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.
მცირე ძუძუმწოვრებიდან ეროვნული პარკის მკვიდრები არიან: მსხვილი მტაცებლებიდან პარკში მურა დათვი ბინადრობს,. გვხვდება ფოცხვერი და მგელიც. თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში გვხვდება შველი ( ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), უფრო იშვიათად – გარეული ღორი (შუს სცროფა).
მტრალას (ან ცისკარას) მთის სიახლოვეს მრავლად გვხვდება ადრე და გვიან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების და ხიდების ნაშთები. ამ პერიოდის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია მეცამეტე საუკუნის სხალთის დარბაზული ეკლესია, ხიხანის, გონიოსა და პეტრას ციხეები. მტირალას ეროვნული პარკის მახლობელ ტერიტორიაზე დიდ აჭარაში, დანდალოსა და მარადიდში კარგადაა შემონახული გამაჰმადიანებულ ქართველთა საკულტო ნაგებობები – მეჩეთები. მტირალას პარკთან ახლოს მდებარე სოფლებში შემონახულია უძველესი ხის სახლების უნიკალური ნიმუშები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი – ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. ხოლო გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც ბერძნულ-რომაულ წყაროებში აფსარუნტის სახელით არის ცნობილი, გათხრილია ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნის იპოდრომი, მრავალი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსო.
კვარიათის და ჩაქვის კურორტებზე კარგად არის განვითარებული საზაფხულო ტურიზმი. თავად ეროვნულ პარკს ფრინველზე დაკვირვების და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს. მის სიახლოვეს მდებარე მთიან სოფლებში შესაძლებელია ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაც.
მტირალას ეროვნულ პარკში პირველი ტურისტული მარშრუტი სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს. ბილიკი მიუყვება მდ. ჩაქვისთავის მარცხენა სანაპიროს, მისი სიმაღლე ზღ. დონიდან 296 მ-დან – 476 მ-მდე მერყეობს. ბილიკის გავლისას გზად შეხვდებით კოლხური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს: წითელ წიგნში შეტანილ ქართულ ნიგოზს, კოლხურ თხილს, უნგერნისა და პონტოს შქერს; მურა დათვს, კვერნას, მელას; მთის არწივს, ირაოს, მიმინოს, შაშვს, მტრედს.
ვიზიტორთა ცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ს დაშორებით მდებარეობს საპიკნიკე ადგილი – ჭადრების ჩრდილში მოქცეული ვაკე ადგილი, რომელის ახლომახლოს მთის წყარო და ნაკადული მოედინება.
საპიკნიკე ადგილამდე 400 მეტრის დაშორებით ბილიკი უხვევს სამხრეთ-დასავლეთით და მიდის კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლულ ჩანჩქერამდე, რომლის სიმაღლე 12 მეტრს აღემატება.
ჩანჩქერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, კლდეებს შორის მოედინება მდინარე, რომელიც გამდინარე, გამჭვირვალე და კალმახებით მდიდარ ტბად იქცევა, აქვე ახლოს არის საპიკნიკე, საცეცხლე და საკარვე ადგილები.
ტბიდან ვიზიტორთა ცენტრისაკენ მომავალი ბილიკზე ტურისტები აგრეთვე მოინახულებენ ძველ ნასახლარის ნანგრევებს.

About these ads
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

6 Responses to მტირალას ეროვნული პარკი…

  1. mari says:

    RA LAMAZAD ASHUKEBT KVELAFERS

  2. mari says:

    ra magari bunebaaa tanac tkveni meshveobit bevric gavicet

  3. liachka says:

    mtiralas mtac dalashkret,kochagt

  4. natii says:

    fuuu idotobaaaa

  5. natii says:

    ra aris es aamazi kargi ar shegidzliat inpormaciaaa degeneratia amis amtvirtveli

  6. icit es ramdeni xnis gverditaa didi xania ar shevsulvart da ar gagvinaxlebia ase rom tqveni komenatrebisgan tavi sheikavet tu raime ar mogwont ubralod ukan gabrundit raa aq aravin aravis aidzulebs wakitxvas da idiotobebis weras raa.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s