ბათუმის ნავსადგური

ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის ისტორია თავის სათავეებს ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იღებს, როცა ადრიან მე-3 მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური იყო რომაელების სავაჭრო ქსელის ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.

ბათუმის ნავსადგური გამოირჩეოდა და ახლაც გამოირჩევა თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით. კერძოდ:

– ნავსადგური მდებარეობს ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში, რაც იძლევა დიდტონაჟიანი გემების მიღების საშუალებას;
– კარგადაა დაცული სანაპიროდან;
– ნავსადგურში შემოსასვლელად არ არის საჭირო არხის გავლა, რაც ათავისუფლებს გემფლობელს არხის მოსაკრებლის გადასახადისაგან.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ქსელის ფორმირებისას, ზემოთ ჩამოთვლილმა უპირატესობებმა განაპირობა ის, რომ ბათუმის ნავსადგურმა მიიღო “პორტო-ფრანკო”-ს (თავისუფალი პორტი) სტატუსი 1878-1885 წლების განმავლობაში. ქალაქ ბათუმისა და ნავსადგურის განვითარების მთავარი ფაქტორი გახდა ბაქოდან ბათუმში რკინიგზით ტრანსპორტირებული ნავთობი.
ნავთობის გადამუშავებასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა მოთხოვნებიც, რამაც გამოიწვია ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ეს გამოვლინდა იმით, რომ 1900 წელს აშენდა ბაქო-ბათუმის მილსადენი. ეს იყო ერთერთი პირველი ნავთობმილსადენი მსოფლიოში.
კემბრიჯის ენერგომაძიებელი ასოციაციის პრეზიდენტი დანიელ ერგინი, თავის წიგნში “The Prize” აღნიშნავს, რომ ნავსადგურის გეოსტრატეგიული მდებარეობისა და ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, მსოფლიოში პირველად სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან მოხდა ნავთობის ტრანსპორტირება 1892 წლის აგვისტოში ტანკერის “მიურექსი” მეშვეობით და ის იყო აგრეთვე პირველი ტანკერი, რომელმაც გაიარა სუეცის არხი იმავე წლის 22 აგვისტოს.
ამ პროექტის ავტორები იყვნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან ნობელი, როტშილდი, სამუელი (ფირმის “შელი” დამაარსებელი), მანთაშევი და სხვები. ასე, რომ ბათუმის ნავსადგური ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც ევროაზიური და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
დღეისათვის ბათუმის ნავსადგური წარმოადგენს შემაერთებელ სატრანსპორტო ხაზს, რომელიც აერთებს ევროპას აზიასთან და პირიქით. ნავსადგური უკავშირდება კავკასიის, ცენტრალური აზიის, რუსეთის და თურქეთის ქვეყნებს საავტომობილო და სარკინიგზო გზებით.
ნავსადგური გამოიყენება აგრეთვე, როგორც მთავარი სატრანზიტო ნავსადგური ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავთობის გადასამუშავებლად.
ბათუმის ნავსადგურს გააჩნია შესაძლებლობა დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები სხვადასხვა ტვირთებთან, გემებთან და მგზავრებთან მიმართებაში. ნავსადგურს გააჩნია 5 ტერმინალი: ნავთობტერმინალი, მშრალი ტვირთის ტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი, სარკინიგზო-საბორნე გადასასვლელი და სამგზავრო ტერმინალი. აღნიშნული ტერმინალები აღჭურვილია სათანადო ამწე-მოწყობილობებით, რაც ხელს უწყობს ტვირთების დროულ და ხარისხიან გადამუშავებასა და ნავსადგურის კლიენტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

2002 წლის მარტში ბათუმის ნავსადგურმა, შავი ზღვის ნავსადგურებს შორის, პირველმა მიიღო ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9002-1994 შესაბამისობის ხარისხის სერტიფიკატი. 2003 წლის აპრილში ბათუმის ნავსადგურს გადაეცა ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2000 შესაბამისობის ხარისხის ახალი სერტიფიკატი. ხოლო 2005 წლის მაისში ბათუმის ნავსადგურს გადაეცა ბიურო ვერიტასის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001-2000 შესაბამისობის ხარისხის ახალი სერტიფიკატი 3 წლით.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

10 Responses to ბათუმის ნავსადგური

  1. xaCika .zu says:

    ვერ გავიგე?რატომ გადმოგაქვთ ვიკიპედიიდან ყველა ინფორმაცია?ეს მოპარულია.პლაგიატიზმია!!!!

  2. acharadges says:

    ჯერეთერთი ეგ ვიკიპედიიდან არ არის გადმოწერილი და ყველა ინფორმაცია რომელი ნახე გადმოწერილი რაც არ ვიცოდი ის დავწერე და ინტერნეტი მგონი იმისთვისაა რომ რაც არ იცი მოიძიო და სხვისი აზრი ნაკლებად…..

  3. რამე პრობლემა გაქვს????? კი არ დამესიზმრება მე ნავსადგურის შესახებ როგორმე ხომ უნდა დავწერო. ისე შენ შენით იგონებ რაიმე ინფორმაციას? მარიეტა ვარ და თუ რამის კითხვა გინდა facebook-ში შემეხმიანე და ნუ იგესლები!!!!!!

  4. mari says:

    me getkodit rom namdvilad ar aris vikipediidan gadmocerili,amis damtkiceba sheidzleba,me pirikit momconxart ro kargat mushaobt

  5. mari says:

    sxvata shoris dzalian minda tkveni jgufi sxva proektebshic migicviot

  6. mari says:

    tkven icit proektis arsi,es kargat chans navsadguris informaciashic

  7. mari says:

    mari chemtvis ucnobi xa magram vins ggeslavs ar miakcio kuradgeba albat masze meti xar,me pirikit getkvi dzaan kargat mushaobt patarebo da ase gaagrdzelet,carmatebebi,amerikidan

  8. bambalatuna says:

    martla magari saitia ase gaagrdzelet.warmatebebi . inglisidan :P:D:D

  9. liachka says:

    gulctfelad da lamazad mushaobt,tkven gaimarjvebt imitom tom martlac tavgamodebit mushaobt da kvelaferi mogvcons

  10. Pingback: ბათუმის საზღვაო, სავაჭრო ნავსადგური (პორტი) - SCIENCEREADY.ORG

Leave a comment