ჩვენ ვბრუნდებით!

გამარჯობა მკითხველო! დაგვაგვიანდა ჩვენი გვერდის განახლება და ამისთვის ბოდიშს გიხდით. გპირდებით იმ დროის განმავლობაში, რა ყურადღებაც მოგაკელით ყველას ავანაზღაურებთ და ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციას განვათავსებთ. სკოლა, სწავლა, გამოცდები და უბრალოდ დრო ვერ გამოვძებნეთ ჩვენი გვერდისათვის,რომელმაც ძალიან დიდი წარმატება მოგვიტანა. ეხლა კი ერთ დიდი თხოვნა მაქვს უნდა დავეხმაროთ “ბათუმის N2 საჯარო სკოლას”, ამისათვის საჭიროა სოციალური ქსელი ფეისბუქიდან დავალაიქოთ. გეტყვით როგორ ხდება ეს: შეხვალთ თქვენი პროფილიდან მოიძიებთ “ჩემი საყვარელი სკოლა” და პოპულარულებში დაალაიქებთ “ბათუმის N2 საჯარო სკოლას”. დარწმუნებული ვართ რო დაგვეხმარებით თქვენი იმედი გვაქვს, ბოლო დღე არის 15.03 5საათი. იაქტიურეთ. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ კომენტარით შეგვათყობინეთ.

Posted in Uncategorized | Leave a comment

გლოვის დღეები

დღეს უკვე სამი წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ. აგვისტოს ეს სამი დღე ალბათ არავის არ დაავიწყდება, ეს ხომ ყველაზე დამრთგუნველი და ემოციით აღსავსე დღეები იყო ყველა ქართველისთვის და არა მარტო ქართველისთვის… ამ დღეებში ბევრმა შვილი დაკარგა, ზოგი დაობლდა და რაც მთავარია ვაჯკაცი მამულიშვილები მოაკლდა საქართველოს. ჩვენ მომავალი თაობა არასდროს დავივიწყებთ ჩვენი სამშობლოს ამ მტკივნეულ წუთებს, ყოველთვის გვემახსოვრება და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა სულებს, ისინი ხომ ჩვენი კეთილდღეობისათვის და საქართველოს მთლიამობისათვის იბრძოდნენ და თავიც კი შესწირეს მას.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ბავშვთა დაცვის დღე…

ბავშვთა დაცვის დღე ყოველთვის გრანდიოზულად აღინიშნება ბათუმში 6 მაისის პარკში ან ბულვარში, ეხლა პიაცაზეც. აქ ყველა გასართობი საშუალება ამ დღეს უფასოა პატარებისთვის.. ხვალ 1 ივნის ბათუმში იგეგმება:

2011 წლის 1 ივნისს 2 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 6 მაისის პარკში სსიპ ქ. ბათუმის №2 საჯარო სკოლაში არსებული კლუბი „თანადგომა“ ნახატების გამოფენა-გაყიდვას გამართავს. კლუბი „თანადგომა“ სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

2011 წლის 1 ივნისს 3 საათზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Piazza მოედანზე სსიპ ქ. ბათუმის № 14 საჯარო სკოლაში არსებული კლუბი „პალიტრა“პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას გამართავს. კლუბი „პალიტრა“ სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ამერიკელ მასწავლებლებს :)

გავიდა ერთი წელი და სამწუხაროდ სულ ცოტა ხანში ამერიკელ მასწავლებლებს უნდა დავემშვიდობოთ 😦 ჩვენს მასწავლებელს დენი სმიტი ქვია ის ძალიან ჭკვიანი და ასევე ძალიან ლამაზი გოგონაა, ამ პერიოდის განმავლობაში მას მივეჩვიეთ და შევიყვარეთ.. ეხლა კი გვიჭირს მისი გაშვება :(. დღეს ბათუმის პიონერთა სასახლეში ჩატარდა პატარა კონცერტი ამერიკელი მასწავლებლებისადმი მიძღვნილი. მის დენის ვახლდით ჩვენ. ძალიან კარგი კონცერტი იყო მოცეკვავეებმა აჩვენეს ქართული ცეკვის კლასი, მომღერლებმა კი ქართული ხალხური სიმღერა შეასრულეს. მის დენი აღფრთოვანებული დარჩა. ამ ღონისძიებაზე იყო ასევე კითხვები ამერიკელი მასწევლებლების მიმართ თუ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ. ყველას პასუხი თითქმის ერთნაირი იყო მოეწონათ ჩვენი საჭმელები და არ მოეწონათ ჩვენი ქუჩები, 😀 მაგრამ ეს ქუჩებიც უკვე გაკეთებულია და ბათუმი ძალიან ძალიან ლამაზია… 🙂 🙂

Posted in Uncategorized | Leave a comment

პატარა ნიჭიერები…

არ შემიძლია ამ ბავშვებზე არ დავწერო ზოგი იფიქრებს რად უნდა ამ ბავშვების ვიდეოო, მაგრამ პატარები, საყვარლები და რაც მთავარია დახვეწილი მოცეკვავეები არიან. ისინი წარმოაჩენენ არა მარტო აჭარის არამედ მთელი საქართველოს კულტურას. მადლობა მათ მასწავლებელს ბათუმის 22 ბაღის ცეკვის პედაგოგს. ვგიჟდები თქვენზე პატარა ანგელოზებო :*

Posted in Uncategorized | 1 Comment

ჩვენ გვიყვარს ჩვემი აჭარა…”აჭარელი გყავარ განა!!!”

“ჰოიდა ნანა”

(ჩაუმქრალი სანთლები)

ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! – ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული მთები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
– გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, –
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!

Posted in Uncategorized | Leave a comment

დღეები რომლებიც არასდროს არ დაგვავიწყდება..


27–29 აპრილს ბათუმში გვქონდა ტრენინგი Social Media at School–თან დაკავშირებით, სადაც რუსთაველი თბილისელი, ქუთაისელი და ბათუმელი ბავშვები ვიკრიბებოდით ანუ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი კონკურსი ამ ტრენინგებით დამტავრდა დამტავრდა ტრენინგი, მაგრამ არ დამტავრებული ამით ყველაფერი…ჩვენს რეგიონში ახლა იწყება არ დავიწყება 😀 😀 😀 ანუ იქნება მომავალი თაობა რომლებსაც დავეხმარებით და გაიზრდებიან ნამდვილ ბლოგერებად…
ამ ტრენინგებმა ბევრი რამ შეგვმატა, ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი ინფორმაციაც გავცვალეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ამ ტრენინგებმა მოგვცა ეს იყო ახალი მეგობრები, ადამიანები რომლებიც ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ნიჭიერები არიან…ჩვენ ყველანი ვართ არა მარტო სოციალური მედიის არამედ მთელი საქართველოს მომავალი და იმედი….მე პირადად თვენში ამ სამი დღის განმავლობაში ბევრი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ბათუმელი ბავშვები სოციალური მედიის გასაძლიერებლად და უფრო კარგი ბლოგერების აღზრდაში დაგეხმარებით!! ძალიან მაგრად მიყვარხართ ყველანი და მართლა გული მწყდება დიდი ხნით რომ ვეღარ გნახავთ..მიყვარხააააააააააართ…
დიდი მადლობა ჩვენს ყველაზე მაგარ ტრენერებს სანდრო ასათიანს, დოდკა ხარხელს, ნანა იოსელიანს და ლია გილაურს, მათი დამსახურებაა ის რაც დღეს ჩვენ ვიცით.. :*

Posted in Uncategorized | 8 Comments