საინტერესოა


ამ გვერდზე დავდებთ თავისუფალ და საინტერესო

თემებს!!!

Peteri რომელმაც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და ყველა კითხვას პასუხობს…გარდა ციფრებისა😛

http://www.peteranswers.com/

თუ ვერ გაიგებთ დამიკავშირდით skype: mari_15471 და აგიხსნით როგორ უნდა გააკეთოთ…😀😀😀

27 საინტერესო წინადადება:

1. კოკა-კოლა თავიდან იყო მწვანე.

2. ჰავაური ანბანი შედგება მხოლოდ და მხოლოდ 12 ასოსგან.

3. კაცებს შეუძლიათ უფრო პატარა შრიფტის წაკითხვა; ქალებს უკეთესად ესმით.

4. ყველაზე მეტი როლს როისი დადის ჰონგ კონგში.

5. თოჯინა ბარბი, რომ იყოს ნადვილი ადამიანი, მისი მონაცემები იქნება ასეთი: 39-23-33😀

6. ამერიკელების მიახლოებით 36 % აცხადებს, რომ ისინი ელაპარაკნენ ღმერთს.

7. საშუალო ზომის ძაღლის გაზრდა 11 წლამდე ჯდება დაახლოებით $6.400

წაიკითხეთ კიდევ 20 ფაქტი ნახტომის შემდეგ

8. ამერიკელების 7 % ჭამს მაკდონალდსში ყოველ დღე.

9. ჯეიმს ბუჩანონი – ერთადერთი ამერიკის პრეზიდენტი, რომელსაც არ ყავდა ცოლ-შვილი.

10. ელეანორა რუზველტი – ერთადერთი პირველი ლედი, ვინც ატარებდა იარაღს.

11. თაფლი – ერთადერთი საკვები, რომელიც არ ფუჭდება.

12. ჩიტი კოლიბრი – ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით.

13. ანტარქტიკა – ერთადერთი კონტინენტი სადაც არ არსებობენ რეპტილიები და გველები.

14. ღორი – ერთადერთი ცხოველი, რომელსაც შეუძლია “ზაგრის” მიღება ადამიანის მსგავსად.

15. არწივს შეუძლია თავისუფლად მოკლას ახალგაზრდა ირემი და თან წაიღოს თავის ბუდეში.

16. პოლარული დათვები არიან ცაციები.

17. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მშობლები იყვნენ 8 და 9 წლისები და ცხოვრობდნენ ჩინეთში 20 საუკუნის დასაწყისში.

18. ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი იყო 11 წლის.

19. მარკ ტვეინს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა.

20. სხეულთან პროპორციით, კაცები უფრო ძლიერები არიან ვიდრე ცხენები.

21. შენი ცხვირი და ყურები არასდროს წყვეტენ გაზრდას!

22. ჩვენს მზის სისტემაში იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტაა.

23. ცხელი წყალი უფრო მძიმეა, ვიდრე ცივი.

24. პარაშუტი მოიგონა და ვინჩიმ 1515 წელს.

25. იაპონიაში გამოიყვანეს ოთხკუთხედი საზამთროები, მეტი პრაქტიკულობისთვის.

26. ნაყინი უფრო ცოტას იწონის, ვიდრე რძე.

27. პირველად საბეჭდ მანქანაზე დაიბეჭდა ნოველა “ტომ სოიერი”

ყველაზე ძლიერი ადამიანი…


მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცოლ–ქმარი…


ამერიკელ წყვილს, უეინ და ლორი ჰოლკისტებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცოლ–ქმრის სტატუსი მიენიჭათ.

ქმრის სიმაღლე 2 მეტრი და 9 სმ–ია, ხოლო ცოლისა 1 მეტრი და 98 სმ. გინესის წიგნში ოფიციალურად შესასვლელად საქორწილო სამოსში გამოწყობილი ცოლ–ქმარი ჰოლივუდის მუზეუმთან მივიდა.

– რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მე და ჩემი მეუღლე, მიუხედავად ჩვენი სიმაღლისა, ხალხმრავალ ადგილებში ერთმანეთს ვერ ვპოულობთ, – აღნიშნა ლორიმ.

კაცი გინესის რეკორდსმენობას კინაღამ შეეწირა…

ხორვატიაში მცხოვრებმა კრუნოსლავ ბუდისელიჩიმ გინესის წიგნში მოსახვედრად 245 ცალი მაისური ერთად ჩაიცვა. მაისურების საერთო წონა 68 კილოგრამი იყო. კრუნოსლავი რეკორდის დამყარებას კინაღამ შეეწირა. 155–ე მაისურის ჩაცმის შემდეგ რომ არ მიხმარებოდნენ აუცილებლად გაიგუდებოდა. წინა რეკორდსმენმა 7 მაისურით ნაკლების ჩაცმა შეძლო.

ბრაზილიაში ჯუჯებისთვის მინი ავტომობილი შექმნეს...

ბრაზილიელებმა 53 სმ–ზე დაბალი ადამიანებისათვის ჯუჯა ავტომობილი გამოუშვეს. მანქანა “ფოლკსვაგენ–გოლფის” დაპატარავებული მოდელია. მინი ავტომობილის სიგრძე 2,2 მ_ია, ძრავის სიმძლავრე 5,5 ცხენის ძალა, მაქსიმალური სისწრაფე კი მხოლოდ 27კმ/სთ გახლავთ.

მილიონი!!!მილიონი რომ მოიგოთ რას გააკეთებდით? არც ისე დიდი თანხაა დღევანდელ დღეს, მაგრამ მაინც.. რაში დახარჯავდით:)

აუ ეს აშკარად მილიონზე მეტია :D😀

აი ეს რომ მქონდეს მსოფლიოს ვიყიდდი ალბად :D

ეგვიპტის პირამიდები….

ეგვიპტის პირამიდები – ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ჯოსერის პირამიდა

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო… აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია.

ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.

გიზას პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს “პერანგი” აღარ არსებობს. გიზას სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხურორთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე…

დიდი სფინქსი

გიზეს პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადმეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია,სიგრძე კი 60 მეტრი.


ოცნება თუ რეალობა??

ოცნება სულის მდგომარეობაა,ის მდგომარეობა როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება,ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე,ფულზე… “ოცნებები ყველანაირია როგორც ცისარტყელის ფერები,ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს,გონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია”ელანდება ყველაფერი,ფიქრობს ყველაფერზე და გონია რომ ადამიანები და ცხოვრება ისე ითამაშებს როგორც მის ოცნებებში..ზოგს ოცნებებში ელანდება ადამიანი,რომელსაც არც კი იცნობს და ცდილობს ოცნებებით გაიცნოს,ოცნებებში ის მას უყვარდება ისეთი როგორ ადამიანზეც მუდამ ოცნებობდა,ოცნებობდა და ეგონა რომ რეალობაც ისეთივე საამური იქნებოდა როგორც ეს ტკბილი ოცნება…ოდესმე შენს ოცნებას ჩახედავ თვალებში და დაინახავ ისეთს როგორიც მუდამ გელანდებოდა,თვალებს კარგად გაახელ და გაიცინებ,,ისიც გაგიღიმებს ალბათ…ალბათ ოცნებაც ფიქრებში შეირევა,დააწვიმს დაათოვს და ოცნების სიყვარულით ილუზიებს შექმნი,,,ტუმცა რეალობა შეიძლება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდეს როგორც ოცნება,შეიძლება ადამიანმა პეპლის უკან უბრალო მტვერი აღმოაჩინოს და დაინახოს თუ რა იმალებოდა ოცნების მიღმა..ერთ წამში შEიძლება აღმოაჩინოს რომ ის ოცნება რომელზედაც მუდამ ფიქრობდა საკუთარი თავი ყოფილა და თვითონ შექმნა..მერე გაივლიან წუთები,წამები,დღეები , გაივლიან როგორც ღრუბლები,მიმოფანტულ მზის გარშემო გამომწყვდეულ ტუსაღებივით და აღმოჩნდები მარტო,შენს ოცნებებთან და რეალობასთან რომელიც ესეთი ამაო და დამაფიმაგრამ ნუ გაიტეხ გულს რადგან ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც მუდამ მოგისმენს,უბრალოდ სიცარიელეც კი რომელიც მუდამ დაგზდევს თან..ქრებელია..რეალობა ხომ ერთ დიდ,იდუმალებით მოცულ სიბნელეს გავს რომელსაც თითქოს ბოლო არ ააქვს,  ნუ დამწუხრდები რადგან ყველაფერს ააქვს დასასრული ყველაფერი დაიწყო დასასრულით და დამთავრდა დასაწყისით, ოცნებასაც და რეალობასაც კი.

შოკოლადი…

შოკოლადი (ინგ. Chocolate, ფრ. Chocolat) – არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება.სიტყვა “შოკოლადი” კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის – “ჩოკოლატლის” დასახელებიდან მომდინარეობს.  აცტეკების ენაზე “ჩოკოლი” “სიმწარეს” ნიშნავს, ხოლო “ატლი” – “წყალს”, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.დღევანდელი ჩოკოლატლი შეიცავს:კაკაოს ფხვნილს, რძეს, შაქარს, მწარე წიწაკას და ზოგჯერ,ვანილს.

შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია, რომლებიც წარმოადგენენ კაკაოს ხის ნაყოფს, რომელიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.

წარმომავლობის მიხედვით, კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

სახეობების სასაქონლო სახელწოდება მათი წარმოების რაიონის, ქვეყნის ან პორტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს (მაგ.: განა, ბაია, კამერუნი, ტრინიდადი და სხვა.

ხარისხმის მიხედვით, კაკაოს მარცვლების ორ ჯგუფს გამოყოფენ:

  • კეთილშობილი (სახეობრივი), რომელთაც ჰაეროვანიგემო და სასიამოვნო დახვეწილი მრავალფეროვანი არომატი  აქვთ (მაგ.: იავა, ტრინიდადი და სხვა)
  • სამოხმარებლო (ორდინარული), რომელთაც მწარე, მომჟავო გემო და ძლიერი არომატი აქვთ (მაგ.: ბაია, პარა და სხვა)

ნუშის ფორმის და 2,5 სმ სიგრძის კაკაოს მარცვლები კაკაოს ხის ნაყოფის გულშია მოთხავსებული (30-50 ც.).

შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური დასამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი – დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას(ჩილი)  უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების  ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას “ღმერთების სასმელი” ერქვა.

მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.

საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. შოკოლადი – თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. კულინარიაში შემდეგი სახის შოკოლადები გამოიყენება:

  • მწარე ან საცხობი შოკოლადი სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
  • შავი შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
  • ტკბილმწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში.
  • რძის შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას.
  • თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.
  • კაკაოს ფხვნილი მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.

შოკოლადის ”ჩიპსი მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყვეს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ.

  • ჰაეროვანი შოკოლადი შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, სადაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი.
  • თხევადი შოკოლადი ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება.

შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებული როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: ჰერში, ნესტლე, შარფენ ბერგი, ჯიარდელი და ა.შ.

6 Responses to საინტერესოა

  1. georgialive says:

    (mmm) ra gemrieliaa…😀

  2. nuci says:

    au rogor miyvars shokoladi! dzaan magari temaa siamovnebit wavikitxe…

  3. tamila says:

    sauketesoebi xart

  4. tamu says:

    martlac sainteresoa

  5. Anonymous says:

    dzaan magaria

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s