ბავშვთა სახლი

ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ბავშვთა სახლში. ასეც მოვიქეცით , წავედით მახინჯაურის ბავშვთა სახლში. ჩვენ გვსურდა ერთი დღე მათ სამყაროში შევსულიყავით. ამ ბავშვთა სახლში 28 ბავშვია და ისიც 6 წლამდე. გადაღების უფლება არ მოგვცეს მხოლოდ გარეთა ხედს გადავუღეთ სურათი. როცა მივედით შეგვიყვანეს ყველაზე დიდ ჯგუფში, სადაც 6 წლის ბავშვები იმყოფებოდნენ და ისინი სიხარულით დაგვხვდნენ. იმ დროს საჭმელს ჭამდნენ და ჩვენც გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ძიძებს და ვაჭამეთ საჭმელი. შემდეგ ჩვენ მათ ტკბილეული ავუტანეთ და დავურიგეთ, ძალიან გაუხარდათ. მერე ცოტა ვეთამაშეთ რადგან უკვე ძილის დრო ქონდათ და ვეღარ გავჩერდებოდით. მარი, ლუკა, გიორგი, ლუნა, ალექსი, საბა ეს ის ბავშვები არიან რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ, დანარჩენები კი უფრო პატარები იყვნენ და არ შეგვიშვეს.  6წლის ასაკის შემდეგ ბავშვებს ან მშობლები აკითხავენ,  ვისაც არ ყავს მშობელი სხვა დაწესებულებაში გადაყავთ ან აშვილებენ. წამოსვლის დროს ბავშვებს ჩვენი წამოსვლა არ უნდოდათ და არ გვიშვებდნენ, მაგრამ ჩვენ დავპირდით რომ კიდევ ვესტუმრებოდით და ასეც მოვიქცევით.

This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

3 Responses to ბავშვთა სახლი

  1. mamuka says:

    ქველმოქმდედი ადამიანი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ვთხოვ ყველას როგორც თქვენ ისე იქცევით ყველამ ეგრე მოიქცეს. დავეხმაროთ ჩვენს პატარებს რომლებისთვისაც მცირე საკვები და დახმარება ძალიან დიდი სიხარულია.

  2. tatia says:

    გაულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება, ღმერთაც ხომ სიყვარულისთვის შექმნა ადამიანები…

  3. mamuka says:

    კი მართალია ესე უნდა გავაგრძელოთ ყველამ… ერთმანეთს გავულამაზოთ ცხოვრება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s