კიდევ ერთი დღე ბავშვთა სახლში….

როცა ჩვენ ვიყავით ბავშვთა სახლში მათ დავპირდით რომ კიდევ ვესტუმრებოდით და მათთან ერთად გავატარებდით კიდევ ერთ ლამაზ დღეს.  იმის მიუხედავად, რომ ფოტოები ვერ გადავუღეთ მაინც კარგი დრო გავატარეთ.

ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდათ. ისინი ჩვენი პატარა მეგობრები არიან, როგორც ჩვენ მათი.

ერთერთმა გოგონამ, რომელიც მოწყენილი იყო თავისი ოცნებები გაგვანდო და გვითხრა, რომ ახალ წელს უნდოდა მისთვის ვინმეს მიეკითხა და სახლში წაეყვანა. სახელი შევცვალეთ და აი მისი ოცნებაც:

კატოს ოცნება…

ბავშვებო.! ადექით  უკვე დილაა,თავი მოიწესრიგეთ,საწოლი გაასწორეთ, თქვენი ნივთები მიალაგეთ .!        ყოველ დილით ეს სიტყვები მაღვიძარას ხმასავით ჩაესმით ყურში.  ბავშვებიც  მაშინვე ადგნენ  და  ყველამ დაიწყო  მომზადება, კატოს გარდა ყველამ, მას უკვე დიდი ხანია ღვიძავს, ფანჯარასთან იდგა და აღმოსავლეთისკენ ცას გაჰყურებდა, იმ მხარეს,სადაც პირქუში მთები ამაყად გადმოსცქეროდა ქვეყანას.

ცა ნელ–ნელა  ვარდისფრად  შეფერადდა , სიბნელემ იგრძნო  სინათლის ძალა და გაცლა ამჯობინა,ქვეყანას ეოსი ეწვია.

ყოველ დილით კატო მრგვალი ,დიდრონი,შავი თვალებით შესცქეროდა ალიონს და ამ მშვენიერ სურათით ტკბებოდა მისი თვალები,მაგრამ მისი ფიქრები კი სადღაც  შორს, შოორს ფარფატებდნენ.

თეთრი მრგვალი სახე ჰქონდა, პატარა აპრეხილი ცხვირი ,სქელი ვარდისფერი ტუჩები, როცა გაიცინებდა სახე უბრწყინავდა,მუდამ ფანჯარასთან იდგა და ცას გაჰყურებდა .

ისევ მოწყენილი ამინდი იყო,როგორც შემოდგმას ჩვეოდა. ცა მტრედისფრად შეღებილიყო, ღრუბლებსაც უცნაური მოხაზულობა ჰქონდათ,აი ის დათუნიას გავს,ის კი აფრებიან გემს, ის ღრუბელი კი ფრთაგაშლილ ფლამინგოს, თავისთვის ლაპარაკობდა კატო და დროდადრო ქუჩას უცქერდა ინტერესით, ისე თითქოს ვიღაცას ელისო, თუმცა ის ვიღაც არ ჩანდა,  როგორ უნდოდა მის გულს მისულიყვნენ მის სანახავად, გულში ჩაეკრათ, სახლში წაეყვანათ, როგორ უნდოდა დაეძახა “დედა”, თუმცა ოცნება ოცნებად რჩებოდა და ის “ვიღაც”   სულაც არ ჩქარობდა   ბავშვთა სახლში მოსვლას…

ბავშვებო..! სამზარეულოში წამოდით, საუზმე მზადაა,  ძიძის ხმამ გამოარკვია კატო, ფანჯარას მოსცილდა და სამზარეულოსკენ წავიდა..

მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კატოს ოცნება აუსრილებელი რჩება “დედა” არ ჩანს.😦

ჩვენ დავპირდით, რომ კიდევ ვესტუმრებოდით მათ…:(:(:(

 

This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s