შავი ზღვა

 

შავი ზღვა ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც”ევქსინეს ზღვა” – შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.
ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 2210 მ
მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.                                                      1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც – შავი ზღის საერთაშორისო დღე.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის კიდევ ერთხელ პოპულიზების მიზნით, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ შავი ზღვის საერთაშორისო დღის – 31 ოქტომბრის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა
30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ გამართა კონფერენცია თემაზე – “გადავარჩინოთ შავი ზღვა”. განიხილეს შემდეგი საკითხები: – შავი ზღვის ბიორესურსების შეფასება; – შავ ზღვაში ეუტერიფიკაციის პრობლემები; – შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები; – ძუძუმწოვრები შავ ზღვაში; – უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები; – ეგზოტები შავ ზღვაში; – შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის.
30 ოქტომბერს ცაცხვის ნერგები გადაეცა სარფის მშენებარე ეკლესიას.
30-31 ოქტომბერს სამმართველოში მოეწყო პრეზენტაცია, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მართვის განყოფილებამ წარმოადგინა თემა – “წყლებზე და ატმოსფერულ ჰაერზე ფაქტიური ზემოქმედება” და ნარჩენების მართვის განყოფილებამ – “სამედიცინო ნარჩენების ინსტიტუციონალური მართვა ქ. ბათუმსა და ქობულეთში”.
31 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა გამოფინეს ნახატები თემაზე “დელფინები”. გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to შავი ზღვა

  1. ძალიან კარგი ბლოგია.ვიზულურად და თემატიკთააც.წარმატებები და გილოცავთ დამდეგ ახალ 2011 წელს !!!

  2. ლილე says:

    ძალიან კარგია. წარმატებები!

  3. tamila says:

    aba tkven icit dzaan kargiaa kvelaferi

  4. Anonymous says:

    AGMTOVANEBULI VAR CHKUAZE ARA VAR MALADEC XAROSHIE DEVCHONKI WARMATEBEBI

  5. tarasho says:

    dzalian magari iko ra

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s