თოვლი მაღალმთიან აჭარაში….

ჩვენ გვინდოდა ავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა ის ტერიტორია სადაც ძალიან დიდი თოვლია და მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ  ტრანსპორტი არაა და ვერ ავედით სამწუხაროდ😦

აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ გადაუღებლად თოვს. ამ დროისათვის ხულოსა და შუახევის რაიონების სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე თითქმის 4 მეტრია.
კვლავ პარალიზებულია სოფლებამდე მისასვლელი გზები. სპეცტექნიკა სტიქიასთან უძლურია, ვერ ხერხდება გზების გაწმენდა. ცენტრალურ მაგისტალზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.
ხიჭაურთან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შუახევისა და ხულოს რაიონების მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. ზვავსაშიში ზონებიდან ხალხი უკვე ევაკიურებულია.
რაც შეეხება სურსათის მარაგს, ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, თუმცა, თუკი ინტენსიური თოვა ისევ გაგრძელდება, დამატებითი ზომების გატარება აუცილებელი გახდება.

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s