ხიხანის ციხე!

This slideshow requires JavaScript.

ხიხანის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში, დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებეული და ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშესაფარი იყო როცა მტერი აიღებდა თბილისსა და გორის სიმაგრეებს, იქ აფარებდნენ თავს, XIII საუკუნის 30_იანი წლებისთვის ციხეში ერისთავერისთავების აბუსერისა და ვარდენის დავალებით მათმა ძმამ ტბელმა წმ. გიორგის ეკლესია ააგო, ის მდებარეობს ხულოში მდ. სხალთის სათავეებში მაღალ ციცაბო წვერზე. ციხეს მომდევნო ეპოქებშიაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე სე-ლიმბექ ხიმშიაშვილმა. გადმოცემით ხიხანის ციხეს მიწისქვეშა გზა ჰქონია, რომელთა საშუალებით ახლო-მახლო სოფლებს უკავშირდება, ამ სამალავებიდან უკავშირდებოდა თამარ მეფე ზარზმის ეკლესიას. ციხეს ჰქონდა გალავანი, მის წყობაში აქა იქ აგურიცაა გამოყენებული. ალაგ-ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5-6 მეტრია, სისქე 85-90-95 სმ_ია. მისი გეგმაც რელიეფს მიუყვება, მას ჰქონია 4 კოშკი. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხ. აღმ. მონაკვეთში მდებარებს. შემორჩენილია საძირკველი დარბაზული ტიპის ნაგებობა, ორ საპეხურიან ცოკოლზე აღმართავს. ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვა და სხვა დანიშნულების შენობათა ნეშთები. აღმოჩენილია ჭა, თონის და მარნის ნაშთები.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

6 Responses to ხიხანის ციხე!

  1. mari says:

    kochag blogerebo ajaris ulamazesi istoriuli cixec ar gamogrchat,maocebt

  2. mari says:

    martlac ulamazesi kutxea ajara ramden istirias gvinaxavs,

  3. kirnati.lia.kakhaberidze@mail.ru says:

    ll

  4. liachka says:

    ra magaria ajaris kutze ramden istorias inaxavs

  5. liachka says:

    magrebze magrebi xart

Leave a comment