აღდგომა!

აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაული, უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უკავშირდება; უწინარეს ყოვლისა, ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის  მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to აღდგომა!

  1. გამარჯობა,
    მე ლევან ვერძეული ვარ. ამ სტატიაში გამოყენებული სურათებიდან ერთ-ერთი მეკუთვნის მე. შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: http://www.flickr.com/photos/donshakal/3452657902/in/photostream გადაღებულია 2009 წელს.
    გთხოვთ მიუთითოთ სურათის ავტორი და ზემოთმოცემული ბმული სურათზე. თუ ასე არ გსურთ, გთხოვთ დაუყოვნებლივ წაშალოთ სურათი სტატიიდან.
    ჩემი სხვა სურათები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.flickr.com/photos/donshakal/
    ჩემი სურათების გამოყენება-გავრცელება ჩემი ნებართვის გარეშე აკრძალულია.

  2. ბოდიშით აღარ არის უკვე..:)))

  3. meriko says:

    kai kacooo male ro modis :D:D

  4. meriko says:

    DEBILO RAARI CHAIKMINDDE XMAAA?????:d:d:d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s