XXI საუკუნე…


იდუმალი სამყაროს ხლართებში…

იდუმალი სამყაროს ხლართებშიადამიანის არსებობის მანძილზე არ მეგულება ძე კაცისა, რომელსაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ოცნებით არ გაენავარდოს ვარსკვლავეთში. რაც მეტად ჭკვიანდებოდა ჰომო საპიენსი, მით მეტ ცოდნას აგროვებდა ვარსკვლავთა “წინასწარმეტყველებათა წიგნში”. 

წიგნი კაცობრიობის უტყუარი მეგზური აღმოჩნდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ვარსკვლავებში გასვლის სურვილი, კაცობრიობა ამას არ დასჯერდა და XVII საუკუნეში კოსმოსში ტელესკოპი “გაიჭრა”, XX-ში, -თვით ადამიანი, ოღონდ “ახლოს”, -მთვარეზე. XXI-ში კი ასტრონომებმა სრულად დაათვალიერეს გალაქტიკა, რომელშიც ჩვენი დედამიწაა. ჩვენს გალაქტიკას “ირმის ნახტომი”ჰქვია და მასში ჩვენი მზისნაირი 150 მილიარდი ვარსკვლავია.

ნუ გაგიკვირდებათ! თანამედროვე ასტრონომებს უკვე აღარაფერი აოცებთ. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ქართველი ასტრონომებიც, რომლებიც აბასთუმნის ობსერვატორიაში აკვირდებიან კოსმოსს. ერთ-ერთი მათგანია ბატონი გიორგი ჯავახიშვილი.

– ბატონო გიორგი, რამდენი ხნის არის სამყარო?
-დღევანდელი თეორიებით, დაახლოებით 14 მილიარდი წლისა. ეს ზღვარია, მანამდე აღარ ვიცით, რა იყო. ჩვენი მზე 5 მილიარდი წლისაა, დედამიწა კი 4 მილიარდ შვიდასი მილიონისა. საშუალოდ ამ ასაკის არის ჩვენი მზის გარშემო დედამიწასავით მოძრავი პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ჩვენ შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ 6000M ვარსკვლავს ვხედავთ, დანარჩენის დასანახად საჭიროა ტელესკოპი. ტელესკოპამდე ადამიანები ვარსკვლავებს მხოლოდ თვალით აკვირდებოდნენ ობსერვატორიებში. დღეს სამყაროში დაახლოებით 1000 მილიარდი გალაქტიკაა აღმოჩენილი…

– დღეს ამ ათას მილიარდ გალაქტიკაში შეიძლება იყოს სიცოცხლით დასახლებული პლანეტებიც?
– თეორიულად რატომაც არა!.. ჯერჯერობით კაცობრიობას არ აქვს ისეთი ტექნიკა, ეს საკითხი რომ შეისწავლოს. ამჯერად შეგვიძლია გამოვიკვლიოთ შედარებით “ახლო”პლანეტების ტემპერატურა, შემადგენლობა და მასა. მთავარი წყალია. თუ რომელიმე პლანეტაზე ტემპერატურა არ არის 00-ზე მაღალი, ანუ წყალი არ იყინება და 1000-ზე დაბალი, ანუ წყალი არ ორთქლდება, ესე იგი, ამ პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს… მაგალითად, სიცოცხლე შეიძლება იყოს იუპიტერის თანამგზავრ იოზე…

სხვათა შორის, ახლახან იპოვეს პლანეტა, რომელიც ტემპერატურის მიხედვით ასევე სიცოცხლის ზონაშია. ასე რომ, ასტრონომები ეგზოპლანეტების ძებნაში ფანტასტიკურ აღმოჩენებს ახდენენ და ქართველებსაც შემოგვთავაზეს ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტების ძებნა, რასაც ახლო მომავალში ვაპირებთ… სხვათა შორის, ქართველები ყოველთვის ვსწავლობდით სამყაროს. მაგალითად, 1154 წელს სწავლულებმა აღწერეს ვარსკვლავი, რომელიც ისე კაშკაშებდა, ვარსკვლავის დაბადებად ჩათვალეს. საუკუნეების შემდეგ გაირკვა, რომ სწორედ 1154 წელს აფეთქებულა ეს ვარსკვლავი. ე.ი. როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა გაიარა სიცოცხლის გზა და მოკვდა.

– აფეთქება დედამიწასაც ემუქრება?
– არა. მხოლოდ დიდი მასის ვარსკვლავები ფეთქდებიან, დედამიწა კი პლანეტაა და თანაც “მცირე”მასისა. დიდი მასის ვარსკვლავები ჯერ წყალბადის თერმობირთვული რეაქციით ანათებენ, წყალბადი რომ გამოილევა, ჰელიუმი იწვის. ჰელიუმის ანთებას კი 300 მილიონი გრადუსი სჭირდება. ეს ტემპერატურა მხოლოდ მასიური ვარსკვლავების გულში წარმოიშვება. შემდეგ ნახშირბადი იწვის, ბოლოს რკინა და როცა ყველაფერი გათავდება, ვარსკვლავი ფეთქდება.

მზეც ვერასოდეს აფეთქდება, მხოლოდ ჩაქრება -5 მილიარდი წლის მერე მზის წყალბადის ენერგიაც გამოილევა… ნელ-ნელა გაცივდება და 50 მილიარდი წლის შემდეგ ჯერ წითელ ბურთად გადაიქცევა, მერე ყავისფრად, ბოლოს ჩაქრება. ამის შემდეგ კი საერთოდ გაიყინება. მაგრამ ჯერ გავიდეს 5 მილიარდი წელიწადი, იმედი მაქვს, ადამიანი მანამდე რამეს მოიფიქრებს…

– არც რაიმე დაგვეჯახება? ხშირად გაიგონებთ, დედამიწას 2012 წელს კატასტროფა ემუქრებაო…
-იმას გულისხმობთ, რომ მავანთა მტკიცებით, დედამიწას რომელიღაც პლანეტა “ნიბერუ”გაანადგურებს? პირდაპირ გეტყვით -ეგ სისულელეა! ასტრონომები დედამიწის ახლოს 6-10 მეტრი დიამეტრის მეტეორებსაც ვხედავთ, ეს პლანეტა კი არ გვინახავს. ყოველ დროში მოიპოვება საშინელებათა მოყვარული, რომელიც დედამიწას დაღუპვას უქადის. “ნიბერუ”ალბათ ვიღაცას დაესიზმრა და ინფორმაცია ინტერნეტში გაუშვა და ეგვიპტელების რომელიღაც ღმერთის სახელიც დაარქვა.

ამასთანავე, ის ფაქტიც “წაიხმარა”რომ აცტეკების კალენდარი 2012 წლით მთავრდება. თუმცა, მეცნიერების აზრით, ადამიანი სამყაროს უკვე 6 მილიონი წელიწადია მოევლინა. ჩვენ შევხვდებით 2013 წელს და ისევ ცოცხლები ვიქნებით. შეჯახების საშიშროება კი ზოგადად, არსებობს, მომხდარა კიდეც -1908 წელს ტუნგუსკაში, ციმბირში, მეტეორიტი ჩამოვარდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მეტეორიტის დიამეტრი 50 მეტრი იყო და მან 120 კილომეტრის რადიუსში ტყე მთლიანად მოსპო. ანუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ასეთი მეტეორიტი, მაგალითად, ხაშურში რომ ჩამოვარდნილიყო, თბილისიან-აბასთუმნიანად ყველაფერს გაანადგურებდა.

საქმე ის არის, რომ დედამიწის გარშემო დაახლოებით 200 ათასი ასტეროიდი მოძრაობს, აქედან დაახლოებით სამი ათასი საკმაოდ გვიახლოვდება ხოლმე (მათ დედამიწის ახლო ასტეროიდებს ეძახიან). მეცნიერთა ვარაუდით, 65 მილიონი წლის წინ დინოზავრები დედამიწაზე ასტეროიდის დაცემამ გაანადგურა. გადარჩნენ მხოლოდ მცირე ზომის არსებები, რომლებმაც გარემოსთან ადვილად შეძლეს შეგუება.

ერთი სიტყვით, ვთქვათ, 300-მეტრიანი დიამეტრის მქონე ასტეროიდის დაცემა ნიშნავს 1000 თერმობირთვული ბომბის ერთად აფეთქებას. ამ დროს, მთელ დედამიწას მტვერი დაფარავს. თეორიული გათვლებით, დაახლოებით 300 ათასი კაცი გადარჩება, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ – ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შედის. 65 მილიონი წლის წინ რაც მოხდა, შეუძლებელია, ისევ იმავე სახით განმეორდეს…

– გლობალური დათბობა და ოზონის შრის განლევაც ჭორია?
– ოზონის შრე, რომელსაც “დედამიწის ფარს”უწოდებენ, მიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრამდეა და ზოგან მართლაც 5-ჯერ არის შეთხელებული. მაგრამ ოზონს აღდგენის უნარიც გააჩნია; მაგალითად, ოზონი წარმოიშობა ჭექა-ქუხილისას. ანუ ამაში არაფერია არაბუნებრივი, სწორედ ამიტომ შენელდა ლაპარაკი ოზონის შრეზე.
გლობალური დათბობა კი მართლაც გვემუქრება.

მწვერვალებს აშკარად დააკლდა თოვლი, აისბერგები დნება, ტემპერატურამ იმატა. ახლა ასტრონომები იმაზე ვმუშაობთ, დავახარისხოთ, ამ პროცესში რამდენია ადამიანის “დამსახურება”და რამდენი -ბუნებისა. ადამიანია ძნელად სამართავი, თორემ ბუნება თავის ნამოქმედარს თავად მიხედავს, დააბალანსებს. შესაძლოა, დათბობა მზის აქტივობის ციკლთან იყოს დაკავშირებული, გაივლის ეს ციკლი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს.

მზის ციკლი კი შეიძლება 1-წლიანიც იყოს და 10.000-წლიანიც, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ ეს არ შეგვისწავლია! ყველა შემთხვევაში, ადამიანს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, მათ შორის, გარემოსთან ადაპტაციისა. ვფიქრობ, თუ მართლაც გაგრძელდა დათბობა, არც მასთან შეგუება გაგვიჭირდება.

– ბატონო გიორგი, ადამიანი ოდესმე იმასაც შეძლებს, რომ სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით იფრინოს და შორეულ პლანეტებზე სიცოცხლეს შეხვდეს?
– რა მოგახსენოთ. თეორიულად ეს დღეს შეუძლებელია, თუმცა, ვინ იცის, რას გვიქადის მომავალი!.. ისეთი ეგზოპლანეტები კი, სადაც სიცოცხლე ივარაუდება, 20 და მეტი სინათლის წლის მანძილით მაინც არის დედამიწიდან დაშორებული. ე.ი. სინათლის სიჩქარით, ანუ 300 000 კმ/წამში რომ ვიფრინოთ, გზაში 20 და მეტი წელი უნდა ვიყოთ!

აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმნის ობსერვატორია ბედნიერი შემთხვევის წყალობით დაარსდა. რუსეთის იმპერატორის ვაჟს, გიორგი რომანოვს იმ დროის უკურნებელი სენი -ჭლექი შეეყარა. ექიმებმა მას აბასთუმანში ყოფნა ურჩიეს -იქ იცოცხლებთო. გიორგიმ აბასთუმანში სასახლე ააშენა, ხოლო მისმა მეგობარმა გლაზენაპმა  -პირველი ასტრონომიული კოშკი…

გლაზენაპს ყოველთვის თან დაჰქონდა პატარა ტელესკოპი და გიორგი რომანოვთან სტუმრობისასაც ჩამოიტანა. ის გააოგნა აბასთუმნის მოწმენდილმა ღამეებმა და იმან, რომ ვარსკვლავები აბასთუმნის ცაზე ისე მკვეთრად ჩანდნენ, რომ მათზე დაკვირვება საუკეთესოდ შეიძლებოდა. ამიტომ გლაზენაპის პრიმიტიული ტელესკოპით დაკვირვებები საუცხოო აღმოჩნდა ყველა იმდროინდელ კვლევათა შორის. ამან გადააწყვეტინა კომუნისტებს აბასთუმანში ობსერვატორიის აშენება.

XX საუკუნის 50-იან წლებში კი აქ მიხეილ ვაშაკიძემ თანამედროვეობის უდიდესი აღმოჩენა გააკეთა -მიხვდა, რომ “კიბორჩხალის ნისლეული”აფეთქებული ვარსკვლავია. დაადგინა, რომ მას ტემპერატურა კი არ აკაშკაშებს, არამედ აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ელექტრონები. ეს აღმოჩენა უდევს საფუძვლად დღევანდელი დედამიწის მიღმა ობიექტების შესწავლას, რომელიც დედამიწას აფორიაქებს…

სფერული ელვა- აუხსნელი უნიკალური მოვლენა

სფერული ელვა- აუხსნელი უნიკალური მოვლენასფერული ელვა ხშირად ჩვეულებრივი ელვის პარალელურად ჩნდება. თუმცა მზიან დარშიც შეიძლება მისი ნახვა. მას მომცრო ბურთის ფორმა აქვს და 100-ვატიან ნათურასავით ანათებს. ნათების ფერი ყვითელ-მომწვანოა. ბურთის დიამეტრი რამდენიმე სმ-დან მეტრამდეა. 

სფერული ელვის მოქმედება სრულიად ამოუცნობია. მას უმცირესი ნაპრალიდან შეუძლია ოთახში შეღწევა და 8-10 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მათ შორის- ქარის საწინააღმდეგოდაც. სფერულ ელვას თან სდევს ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ამასთან, ახშობს რადიოელექტროსიგნალებს. ცეცხლოვანი ბურთი 10 წამიდან რამდენიმე საათამდე “ცოცხლობს”- წყნარად ქრება, თუმცა საშინელი ხმით აფეთქებაც შეუძლია, რა დროსაც დიდ ენერგიას გამოყოფს.

სფერულმა ელვამ შესაძლოა ადამიანის ირგვლივაც იმოძრაოს, ხან კი”თავსაც ესხმის”- რაც დამწვრობით ან სიკვდილით მთავრდება- სამწუხაროდ, მსგავსი დასასრული შემთხვევათა 9%-ში გვხვდება.

ბევრი შემთხვევაა აღწერილი, როცა სფერული ელვა ერთ კონკრეტულ ადამიანს “დასდევს”.
მეცნიერები დღემდე ვერ პოულობენ სარწმუნო პასუხს, თუ რასთან გვაქვს საქმე.

ძველ დროში სფერულ ელვას უწმინდურ ძალას უწოდებდნენ, დღეს კი ზოგი მკვლევარი მას ჩვენი პლანეტის შესასწავლად უცხო სამყაროდან მოვლინებულ ობიექტად მიიჩნევს.  სფერული ელვა რომ უმეტესად ჭექა-ქუხილის დროს ჩნდება, იმით აიხსნება, რომ მძლავრი ენერგეტიკული განმუხტვების დროს იხსნება პარალელური სამყაროს პორტალები, საიდანაც ჩვენთან ინფორმაციის შემგროვებლები შემოდიან.

თუ სფერული ელვა თავს დაგატყდათ…
მთავარი წესია- არ ჩავარდეთ პანიკაში! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, არ გაიქცეთ! სფერული ელვა ძალზე მგრძნობიარეა ჰაერის უმცირესი რხევის მიმართ, რომელსაც წარმოვქმნით მოძრაობის დროს.

თუ შინ შემოგივარდათ, ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. დიდი შანსია, ცეცხლოვანი ბურთი გარეთ გაფრინდეს.

არავითარ შემთხვევაში არ ესროლოთ რამე! შეიძლება ნაღმივით აფეთქდეს და მძიმედ დაგაშავოთ: მიიღოთ დამწვრობა, ტრავმა, გონება დაკარგოთ. გამორიცხული არ არის ლეტალური შედეგიც.

თუ ელვა შეეხო ადამიანს და მან გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე საჭიროა სუფთა ჰაერი, დათბუნება და ხელოვნური სუნთქვა.

 

ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური ბომბი

ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური ბომბიპარაფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, ოფიციალურად ჯერჯერობით აღიIარებული არ არის. ამ ფენომენის არსებობას მეცნიერები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა პარაფსიქოლოგიური იარაღის სპეცსამსახურების მიერ გამოყენების თაობაზე. ის, რაც მეცნიერულად ჯერ დაუსაბუთებელია და ამოუხსნელი, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ ის, რაც წინა საუკუნეებში ზღაპარი და შეუძლებელი რამ იყო, ახლა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა.

მას შემდეგ, რაც სმოლენსკში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავმა მეტად უცნაურ ვითარებაში განიცადა ავიაკატასტროფა, ექსპერტები, სპეცსამსახურების ყოფილი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პარაფსიქოლოგიური იარაღის არსებობასა და ავიაკატასტროფასთან მის კავშირზე. არსებობს თუ არა ეს იარაღი, პარაფსიქოლოგია მითია თუ რეალობა, ეს საკითხი, ალბათ, კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. თუმცა ამ კუთხით რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, ფაქტია.

ალექსანდრე ხომერიკი, ექსპერტი პარაფსიქოლოგიის დარგში: – პარაფსიქოლოგია უდიდესი ძალაა, რომელსაც ვერავითარი ტექნოლოგია ვერ დაუპირისპირდება. ეს არის იარაღი ადამიანსა და სამყაროზე ზეგავლენის მოხდენისა, საზოგადოების სამართავი ყველაზე საშიში ტექნოლოგია. ამას გინდ ზომბირების მეთოდი დაარქვით, გინდ კოდირებისა. პარაფსიქოლოგიით მეტად იყო დაინტერესებული და სპეციალური განყოფილება ჰქონდა შექმნილი ჰიტლერს. მოგეხსენებათ, ჰიტლერი არიელებსა და ძველ რომს ერთმMანეთს უკავშირებდა. ფაშისტები რომაელი რაზმების სიმბოლიკას იყენებდნენ, თავად სვასტიკაც ხომ მაგიური ნიშანი იყო.

KvirisPalitra.Geცნობილია ისიც, რომ საბჭოთა კავშირის შექმნიდან ძალზე ცოტა ხანში ტიბეტში ფელიქს ძერჟინსკიმ ექსპედიცია გაგზავნა, მოგვიანებით და არაერთხელ – სტალინმაც. ბოლშევიკებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო დარგი, რომლის მეშვეობითაც შეიძლLებოდა მსოფლიოზე ბატონობა მოგეპოვებინა – იმდროინდელი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი საიდუმლო ლაბორატორიებიც ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, არც ამერიკელები, იაპონელები და ინგლისელები ისხდნენ გულხელდაკრეფილი. ეს იყო მარათონი, ვინ ვის დაასწრებდა ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და პრაქტიკაში დანერგვას. არალეგალური შეჯიბრება ამ დარგში სახელმწიფოთა შორის ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაიწყო. საბჭოთა კავშირი დიდძალ ფულს ხარჯავდა, მუშაობდნენ ამ პროფილის გასაიდუმლოებული ინსტიტუტები.

– ამბობთ, რომ მაგია ტექნოლოგიაა და სადამდე მიიყვანს მისი გამოყენება მსოფლიოს?
– ეკლესიისგან დაწესებული შეზღუდვები და კონსერვატიზმი სამყაროს გადარჩენის წინა პირობა იყო. რომ არ ყოფილიყო ეკლესია, შესაძლოა, არც ყოფილიყო დღევანდელი სამყარო. ეს არის უდიდესი ძალა, რომლის უკონტროლოდ გამოყენება დაანგრევს მსოფლიოს. ის ძალზე საშიშია მათ ხელში, ვინც ამ ტექნოლოგიებს კარგად ვერ ფლობს. ასეთი ადამიანი შეიძლება უნებურად გახდეს ბოროტების თანამონაწილე.

პარაფსიქოლოგიაში ცნობილი და გამოკვლეულია მოვლენები, რომელსაც ფსი-გამოსხივება ჰქვია. ადრე ამ გამოსხივებაში იგულისხმებოდა უცნობი ტალღა, ფიზიკისთვის უცნობი ველი, რომელიც უცნობი ხერხით გადასცემს ინფორმაციას.

– რა სახის ველია ეს, შესაძლებელია მისი გაკონტროლება?

– სწორედ ამიტომ დაიბადა ამ ველის რეგისტრატორის გამოგონების აუცილებლობა. თავდაპირველად უნდა შექმნილიყო ისეთი მოწყობილობა, რომელიც ამ ველს დააფიქსირებდა ან დაადასტურებდა მის არსებობას. იყო ერთი თბილისელი მეცნიერი, ბობროვი, რომელმაც სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა. ჩაკეტილი ჰქონდა სეიფში და ფიქრით სხვა ოთახში მდებარე კომპიუტერს გადასცემდა სიგნალს. ასეთი ცდა მოგვიანებით ქალაქგარეთ ჩავატარე და შედეგი იგივე იყო. ცდებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექიმები და ფიზიკოსები დაესწრნენ და შედეგი იმდენად გამაოგნებელი აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ოფიციალურად მისცეს ამ დარგში მუშაობის გაგრძელების უფლება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიაში გაშიფრეს ტვინის გამოსხივება. სპეციალური მოწყობილობით თავის ტვინის განსაზღვრული წერტილებიდან აიღეს ბიოდენები და ახალგამოგონებული სპეციალური დეკოდერის საშუალებით გაშიფრეს ინფორმაცია, რომელიც  ტვინში დაიბადა. მერე ის ტექსტურ მონაცემებში გადაიტანეს. ეს ამ  სფეროში უდიდესი მიღწევაა. ტვინის ბიოდენების დეკოდირება ურთულესი ამოცანა იყო. ეს პროცესის პირველი დონეა, მალე ისეთი აპარატურაც  შეიქმნება, რომელიც ადამიანის შეუხებლად  მოახერხებს მისი აზრების გაშიფვრას.

ეგრეთ წოდებული ტორსინული, იგივე ფსი-ველი სამყაროში ერთდროულად ვრცელდება. სინათლეს 300 კმ/წმ სიჩქარე აქვს, ტორსინულ ველს კი – უსაზღვრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ასხივებს თავის ინდივიდუალურ, განუმეორებელ კოდს, რომელიც მთელ სამყაროს გადაეცემა; ანუ სამყარომ იცის, რომ ეს ადამიანი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს ერთსა და იმავე დროს და რამდენიმე ადგილას ერთდროულად იგრძნობდა. ეს ველი უდიდესი ინფორმაციის გადამცემია, მისთვის არ არსებობს დაბრკოლება სივრცეში და მანძილზე. მეტიც, ყოველ კონკრეტულ საგანს აქვს ეს ველი, ქვასაც კი. სხვათა შორის, სწორედ სილიციუმი, ქვა არის (ჟანგბადით დაბომბილი) კომპიუტერების მთავარი ნაწილი, ინფორმაციის შემნახავი და გადამცემი.

პარაფსიქოლოგიური იარაღი ყველაზე საშიში იარაღია. შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა იცის კიდეც, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებს, ხმასაც ვერ ამოიღებს, რადგან ეს ადამიანებისთვის ისეთივე ზღაპარია, როგორიც  XIX საუკუნეში ტელევიზორი იყო. მოვა დრო და დასაფიქსირებელი ხელსაწყოებიც შეიქმნება, მაგრამ ახლა ამას ვერავინ დაამტკიცებს. მეტიც, ჩემი აზრით, პანიკაც ბიოენერგეტიკული პროცესია. ალბათ, იცით, რომ სტალინმა 1942 წლის ივნისში სპეციალური ბრძანებაც კი გამოსცა ფრონტზე პანიკიორების ადგილზევე დახვრეტის შესახებ. მან კარგად იცოდა, რომ პანიკური ველი გადამდებია და მისი ჩახშობა მხოლოდ ადამიანის ლიკვიდაციით შეიძლება. პარაფსიქოლოგი ნაუმოვი, რომელიც მოკლეს, ამბობდა, რომ ნანახი ჰქონდა აპარატი, რომელიც პანიკის ველს ავრცელებდა.

პარაფსიქოლოგიური ტექნოლოგიები უმძლავრესი და საშიში იარაღია სპეცსამსახურების ხელში. იარაღითა და თოფებით ბრძოლა ახლა იგივეა, რაც ჩაქუჩით მუშაობა.
ეს ტექნოლოგია ისე ვითარდება, რომ სამყარო მალე ახალ ფაზაში გადავა. ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური იარაღი, რადგან ნივთმტკიცება  არ არსებობს, მსოფლიოს იმის საშუალებაც არ ექნება, ბოროტმოქმედს პასუხი მოსთხოვოს.

თავის დროზე, ჩვენი მუშაობით ძალზე დაინტერესდა ჯემალ გოგიტიძე. ითხოვდა, ცდები აჭარაში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ვერ გავრისკე. არ ვიცოდი, ვის მხარეს იყო ეს კაცი, ვის სამსახურში ვდგებოდი და უარი ვთქვი აჭარაში ლაბორატორიის შექმნასა და კვლევის გაგრძელებაზე. მოგვიანებით ჩვენი გამოკვლევებით ჩვენი სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, დაგვიბარეს, ჩანაწერებიც გააკეთეს, მაგრამ მერე ისე აირია ქვეყანა, რომ ამისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია. არადა ძალზე კარგი საფუძველი და შესაძლებლობა გვქონდა ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავენი ვყოფილიყავით.

 

ამ ფანტასტიკურ რევოლუციას მსოფლიო იმედით და შიშით ელის

ამ ფანტასტიკურ რევოლუციას მსოფლიო იმედით და შიშით ელისროცა ძველმა ბერძნებმა მცირე ზომების აღსანიშნავად ტერმინი “ნანო” (ჯუჯა; მეტრის  მემილიარდედ ნაწილს ნიშნავს) შექმნეს, ვერც იფიქრებდნენ, ამ სახელს რა დაუკავშირდებოდა…
ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ნანონაწილაკებით შექმნილი ტექნოლოგიები არა მხოლოდ კაცობრიობის ცხოვრების წესს, არამედ იერსაც შეცვლის. “ნანორევოლუციის” დაწყება კი დაახლოებით 2025 წლისთვის “იგეგმება”.

უკვე 2015 წლისათვის ნანოპროდუქციის ბაზრის მოცულობა 1.1-1.2 ტრილიონი დოლარი იქნება. აქედან ნანოტექნოლოგიების წარმოებაზე ყველაზე მეტს დახარჯავს ჩინეთი – 145 მლრდ დოლარს… თუმცაღა, ეს ფული არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ნანორევოლუცია ჰპირდება კაცობრიობას – ამ უცნაურ და ფანტასტიკურ რევოლუციას მსოფლიო იმედით და შიშითაც ელის – ხომ არ მოინდომებს ადამიანი ღვთის განგებულებით შექმნილის შეცვლას? და თუ მოინდომებს, ეს უეჭველად გაანადგურებს კაცობრიობას. ხოლო თუ ტექნიკის ფანტასტიკური მიღწევები ადამიანის სამსახურში ჩადგება, მრავალი უბედურებისგან დავიხსნით თავს.

KvirisPalitra.Geპირველი ნანოკონფერენცია საქართველოში საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის თაოსნობით ჩატარდა და მასში 200 ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა. ამ წერილში მოყვანილი ფაქტები ფანტასტიკას უფრო ჰგავს, არადა მას რეალური საფუძველი გააჩნია.

ტერმინი “ნანოტექნოლოგია” იაპონელებს ეკუთვნის. იგი ნივთიერებათა მხოლოდ ფანტასტიკურ დაპატარავებას, უხილავად ქცევას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ზომების ასეთ ინტერვალში ნივთიერებები გარდაიქმნებიან სრულიად სხვა, ჯერარარსებულ ნივთიერებებად. მათ ფაქტობრივად, სასწაულების მოხდენის უნარი აქვთ და მასშტაბურ ნივთებს ფუნქციებს უკარგავენ. მაგალითისთვის: ვერც 207-ტონიანი ტანკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შექმნეს და ვერც რუსების 39-ტონიანი ზარბაზანი საუკუნეთა მანძილზე ვერ “მოახერხებს” იმდენს, რამდენსაც თვალით უხილავი ნანორობოტი წამში.

კაცობრიობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა შეუძლებლის შეძლებისკენ. დღესაც ცოცხალი არიან ადამიანები, რომლებიც ამერიკაში 1946 წელს შექმნილი რამდენიმესართულიანი სახლის სიმაღლის კომპიუტერზე მუშაობდნენ. 2008 წელს უკვე გაიყიდა სერიული პროცესორი, რომლის ელემენტები 45 ნანომეტრის ზომისაა, ანუ ადამიანის თმის დიამეტრზე 1000-ჯერ და მეტად ნაკლები.

* * *

მაინც რა შეუძლია ნანოტექნიკას: ის ემორჩილება არა მხოლოდ ნაცნობ ფიზიკურ კანონებს, არამედ აქვს ტალღური თვისებები. ანუ თავისით შეუძლია გადაადგილდეს, დაიშალოს და კვლავ წარმოიქმნას ახალ ნივთიერებად. ასეთი ნივთიერებებისგან დამზადებული კომპიუტერი ნახევარ საათში ასრულებს ყველა იმ ოპერაციას, რისთვისაც თანამედროვე კომპიუტერს იმდენი დრო დასჭირდებოდა, რაც სამყაროს შექმნიდან დღემდეა გასული. ერთ-ერთმა კანადურმა კომპიუტერულმა ფირმამ უკვე დაამზადა ამგვარი კომპიუტერის ელემენტები.

ამ კომპიუტერს შეუძლია მოახდინოს ადამიანის სრული მოდელირება და ის იკისრებს ადამიანის ყოველგვარ ფუნქციას. ამერიკაში, ერთმა კომპანიამ უკვე შექმნა მოდელირებული თაგვის ტვინი, რომელმაც 2 წამი იმუშავა და მართა ყველა ის ფუნქცია, რასაც ორი წამის განმავლობაში თაგვი “აკონტროლებს”, დაწყებული ჭამიდან, დამთავრებული სასიცოცხლო ორგანოების მუშაობით.

რამდენი ასეთი ფუნქცია აქვს ადამიანის თავის ტვინს და რეალურად რისი კონტროლი შეუძლია, ამის გაზომვა ამჟამად შეუძლებელია. რადგან როგორც ცნობილია, დღეს შესწავლილია ადამიანის ტვინის ძალზე მცირე შესაძლებლობები.

* * *
KvirisPalitra.Geრას მოიმოქმედებს მოდელირებული ტვინი ან ნანოტექნოლოგიებით შექმნილი სხვა მოლეკულური რობოტები თუ მათ მოქმედების სრული თავისუფლებით დავაპროგრამებთ და ისინი მოხვდებიან ბოროტგანმზრახველთა ხელში?! ნანოტექნოლოგიურ რობოტებს ყველაფრის უნარი ექნებათ – შეეძლებათ თვითდაშლა, თვითაღდგენა, შეეძლებათ დაპროგრამდნენ, როგორც ბაქტერიები, რომლებიც გაანადგურებენ ადამიანის სასიცოცხლო ორგანოებს, მაშინვე შეიცვლიან “მომაკვდინებელ” ფუნქციებს, რომ კაცობრიობას შოკად მოევლინონ.

მათ შეეძლებათ საუკუნეობით შენახული ადამიანის დნმ-დან შექმნან ახალი ადამიანი ან მისი ზუსტი ასლი (ანუ ჩაერიონ ღვთის ფუნქციებში!), გაახანგრძლივონ მათი სიცოცხლე და აზრი დაუკარგონ ამქვეყნად მოვლინებას… ბუნების მშვენიერება აქციონ საშინელ ერთფეროვნებად ანდა, პირიქით, კონგლომერატად, რომელთანაც შეგუება ადამიანს უსულგულო არსებად გადააქცევს. ამის ასალაგმავად საჭიროა მკაცრი კონტროლი დაწესდეს ნანოტექნოლოგიაზე. ამისთვის იქმნება ნანოეთიკა – მეცნიერება “ბოროტი ნანოტექნოლოგიების” ალაგმვის შესახებ. გარდა ამისა, არსებობს ღვთის განგებულება, რომელიც აქამდე ადამიანს არ ან ვერ მიიყვანს და ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ნანოტექნოლოგიებს.

ნანოტექნოლოგიებს შეუძლიათ მოარჩინონ უმძიმესი და უკურნებელი დაავადებები. ამისთვის საკმარისია ნანოტექნოლოგიური მოლეკულები შევუშვათ დაავადებული ადამიანის ორგანიზმში და ვუბრძანოთ, დაავადებული უჯრედები გაანადგურონ. ისინი ასეც მოიქცევიან; შეუძლიათ შეაჩერონ სიბერე, ძვლების გამოფიტვა და ეს შორეული მომავლის საქმე არ არის. ცოტა ხნის წინ სამმა ამერიკელმა ბიოლოგმა შექმნა ნანონივთიერებები (ამ თემაზე უკვე მიიღეს ნობელის პრემია), რომლებიც შევლენ სახსარში და აღადგენენ გამოფიტულ სახსრებს.

გარდა ამისა, შევიმეცნებთ და ავითვისებთ ყველაფერს, მზის ენერგიით დაწყებული გალაქტიკებით დამთავრებული (უახლოეს ხანში მარსზე გაიგზავნება 140-გრამიანი ნანოაპარატი, რომელიც დედამიწაზე გამოგზავნის აქამდე საიდუმლოებებით მოცულ ინფორმაციებს მარსის შესახებ).

* * *
ვიმეორებთ: თუკი ადამიანი მოინდომებს შეცვალოს ღვთის განგებულება, მაგალითად, შექმნას ისეთი არსება, რომელსაც, ვთქვათ, მარტო ადამიანის თავი ექნება (ნანოტექნოლოგიებს, სამწუხაროდ, ესეც შეუძლიათ), ეს მცდელობა კრახით დამთავრდება.

სხვათა შორის, ნანოტექნოლოგიების საიტები რომ არ გატყდეს, იქმნება მათი დაშიფვრის  უჭკვიანესი სისტემა. ბოროტმოქმედმა, რომელიც ამას შეეცდება, მარტივ მამრავლებად უნდა დაშალოს რამდენიმენიშნიანი რიცხვი. ეს კი შეუძლებელია – 155-ნიშნა რიცხვის მარტივ მამრავლებად დაშლას კომპიუტერიც კი 35 წელიწადს მოანდომებს, ხოლო 1000-ნიშნა რიცხვის დაშლას იმდენი დრო დასჭირდება, რასაც 1025 უდრის. სამყაროს ასაკი კი მხოლოდ 1010-ია.

 

 

ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება…

ბილ გეითსი კოღოებთან ომში ჩაება...ლაზერი – მხოლოდ დედალი კოღოსთვის!

მალარიასთან მებრძოლი “ქვემეხი” უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს!

ლაზერის ქვემეხის ტექნოლოგიებზე მუშაობა ამერიკაში ჯერ კიდევ რეიგანის “ვარსკვლავური ომის” პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ინჟინრებმა სპეციალურად აღჭურვილი “ბოინგ-747”-დან ლაზერული ქვემეხის სხივით ბალისტიკური რაკეტაც ჩამოაგდეს.

ახლახან კი ლაზერული ქვემეხის ტექნოლოგიები გაცილებით “მიწიერი მიზნებით” გამოიყენა კომპანია იცროსოფტ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათან მირვოლდმა. მან თავისი მეგობრის, ყოფილი შეფის – ბილ გეიტსის ცოლის მელინდას თხოვნითა და დაფინანსებით შექმნა მოწყობილობა, რომელიც ლაზერის სხივით მალარიის გადამტან კოღო ანოფელესს ანადგურებს (მირვოლდს დიდი დახმარება კი სწორედ “ვარსკვლავური ომის”  სპეციალისტმა – ასტროფიზიკოსმა ლოუელ ვუდმა გაუწია).

მას შემდეგ, რაც მელინდა გეიტსმა მოზამბიკში იმოგზაურა – აფრიკაში მალარიის გავრცელების მასშტაბმა შეაშფოთა. ამიტომაც მეუღლესთან, ბილ გეიტსთან ერთად, რომელიც იცროსოფტ-ის პრეზიდენტობიდან ქველმოქმედებაზე გადაერთო, მალარიის დამარცხება განიზრახა. მალარიის გადამტანი კოღო ამ კამპანიის მხოლოდ ნაწილია.

KvirisPalitra.Geნათანმა “ქვემეხი”  აშშ-ში გამართულ ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე წარადგინა. მთავარი ის არის, რომ მისმა ინჟინრებმა ეს ლაზერული მოწყობილობა ადვილად ხელმისაწვდომი მასალების – უბრალო ლაზერული პრინტერის დეტალებისგან შექმნეს! კონფერენციაზე მაყურებლებს წარუდგინეს მინის ყუთი, რომელშიც ასობით კოღო დაფრინავდა.

ლაზერულმა ქვემეხმა წამში საშუალოდ 100 კოღო გაანადგურა, რაც შენელებული გადაღებისას კარგად გამოჩნდა. ლაზერის “მოთვალთვალე” განყოფილება გასანადგურებელი ობიექტების ზომებს ისე განსაზღვრავს, რომ ქვემეხის სამიზნეში განსხვავებული ზომის ობიექტი არ აღმოჩნდეს. ის კი არა, ქვემეხი ერთმანეთისგან დედალ და მამალ კოღოებსაც არჩევს (დედალი უფრო დიდია) და დედალს ანადგურებს, რადგან მამალი კოღო ადამიანს არ კბენს.

იაფი მასალების გამო, ლაზერული ქვემეხის ფასი სულ რაღაც 50 დოლარში “ჩაატიეს”, მიუხედავად იმისა, რომ თვალთვალისა და დამიზნების სინქრონიზებას სპეციალურად შექმნილი ძალზე რთული პროგრამა დასჭირდა.

მელინდა და ბილ გეიტსები იმედოვნებენ, რომ მალე აფრიკაში ეს ქვემეხი ფართოდ გამოსაყენებელ საყოფაცხოვრებო ტექნიკად იქცევა.

 

 

“10 ოქროს ციტატა” აინშტაინისგან,

"10 ოქროს ციტატა"  აინშტაინისგანალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.

1. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება.
ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის  მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს.

2. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.
30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.

3. ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს.
ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.

4. შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.

5. ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი.
თუ შევხედავთ დიდ ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.

6. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში – სასწაულია.
თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი  სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.

7. როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი.
მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.

8. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო.
თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

9. ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში.
ყოველივე გენიალური – მარტივია.

10. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია.
სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s